საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწიძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 159 კმ-ში, აზერბაიჯანში მაგნიტუდით 4.5 მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები საერთაშორისო დროით 07:09:54 საათზე დაფიქსირდა.
08:27:18 საათზე კი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა. განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.