"გოგონა ვნახე მეტროში დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობით" ხელში... დათოს წიგნებს კიდევ მეტი ადამიანი შეიყვარებს" - რას წერს ნიკოლოზ სიმონიშვილი?
საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეტროში ახალგაზრდა გოგო დაინახა, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობით" ხელში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.
"გოგონა მეტროში დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობით" ხელში.
წიგნი სრულად არ ჩანს, მაგრამ არცაა აუცილებელი, ყველა კარგად ვცნობთ.
ადრე შეიძლება ყურადღება არ მიგვექცია, მაგრამ დღეს ძალიან სიმბოლურია. ზიზღის და სიძულვილის ფრქვევას მომაქვს ის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს დათოს წიგნებს და კიდევ მეტი შეიყვარებს მას, მეტი ადამიანი ეზიარება თავისუფლების იდეას და სისტემისადმი დაუმორჩილებლობას. ვინც ზიზღით ცხოვრობს, მას კი ამ წუმპეში მარტოს მოუწევს არსებობა.
ჯანმრთელობა და ბევრი კარგი წიგნის ჩვენთვის ჩუქება ვუსურვოთ მას", - აცხადებს სიმონიშვილი.