თეგებით ძიება

"4 თვისება, რაც ძლიერ, მდგრად საზოგადოებას ქმნის და ინარჩუნებს" - გია მურღულიას ანალიზი

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძლიერ და მდგრად საზოგადოებას 4 რამ ქმნის -  სიყვარული, გონიერება, პასუხისმგებლობა და მეხსიერება.

"ძლიერ და მდგრად საზოგადოებას ოთხი რამ ქმნის და ინარჩუნებს: 

1. სიყვარული

2. გონიერება

3. პასუხისმგებლობა

4. მეხსიერება

პირველი - საერთო მიზანს გამაერთიანებელი სიყვარულით გამსჭვალული ერთობა დასახავს და მიაღწევს;

მეორე - რასაც დაისახავს, მის არსებასა და მიღწევის ალგორითმს (გადასადგმელ ნაბიჯთა მნიშვნელობასა და თანმიმდევრობას) კარგად გაიაზრებს და, თუ საჭირო გახდა, მომენტისა თუ ვითარებისთვის უფრო შესაფერისი რაციონალურობით შეცვლის);

მესამე - თითოეული მონაწილე (მოქალაქე) საკუთარ თავს მოსთხოვს პასუხს წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც;

მეოთხე - ადამიანები არასდროს დაივიწყებენ მთავარ ღირებულებებს, რომელთა გამოც და რომლებზე დაყრდნობითაც შექმნეს საზოგადოება.

ერთი ნიშანიც რომ დააკლდეს, საზოგადოება რღვევას იწყებს - ერთიანი მიზნის ნაცვლად მის შიგნით (სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფთა ინტერესებზე დაყრდნობით) ბევრი მიზანი ჩნდება, რაც გაუთავებელი კონფრონტაციისა და მომაკვდინებელი დაპირისპირების საშიშროებას კი არა - გარანტიას ქმნის.

საქართველოს სიფრთხილეც და გაბედულებაც მართებს, რომ საზოგადოება არ დაკარგოს", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა