"წვრილთვალება, ელამი, ქართველები გაამრავლე... ნუ იქნებით ბოროტები!...თქვენი საქმე არაა" - სოფიო კვინიკაძე შეყვარებულის ფოტოებს აქვეყნებს
სამხრეთ კორეაში მცხოვრები წარმატებული ქართველი, სოფიო კვინიკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე წერს, რაც მისი და მისი შეყვარებულის მიმართ გამოხატეს.
"ფოტოს გაზიარებას არც ვაპირებდი, ვიცი უფროსი ხალხი ამ საკითხზე რასაც ფიქრობს და მე ვერაფერს შევაგნებინებ, მაგრამ გუშინ ვიდეოში გამოჩნდა ჩემი შეყვარებული და დღეს დილით ისეთი კომენტარები დამხვდა, არც ერთს გისურვებთ საყვარელ ადამიანზე მსგავსის წაკითხვას.
წვრილთვალება, ელამი და ამას ყველა წელს ახალი შეყვარებული ყავს კაცოო? ქართველი გაამრავლე და ა.შ.
1. გარეგნობაზე კომენტარებზე არც ვიტყვი რამეს, წინაზეც მამწარებდნენ ამაზე და ახლაც ასე იქნება განსაკუთრებით ქართველი მამაკაცების მხრიდან. სულ კაცები წერენ ხოლმე ამ კომენტარს.
თითქოს ესენი ნაკლებად კაცები არიან. უცხო გარეგმობის მოწონებას მე ვერ გასწავლით ან გთხოვთ, თქვენი თვალი რასაც არის შეჩვეული, ის მოგწონთ უბრალოდ, მაგრამ ეს კომენტარები რასისტული და სიძულვილის შემცველია. უცხოელიც თეთრკანიანი თუა, ნაკლებად აწუხებთ. აზიელსა და ფერადკანიანზე ეგრევე სიძულვილი და აგრესია
2. ამას უცხო ხალხს რატომ უნდა ვუხსნიდე, არ ვიცი, მაგრამ 28 წლის ვარ და სამწუხაროდ წინა შეყვარევულს დავშორდი, არც მე მინდოდა ეგ და ძლივს გადავიტანე. იმის მერე ორ წელზე მეტი გავიდა და ისევ შევხვდი ადამიანს რომელიც მომწონს და შემიყვარდა და მინდა მასთან ცხოვრების დაკავშირება. ეს დანაშაულია? ცუდია? სუსტ ყოფაქცევასთან ასოცირდება თუ რა ხდება, რატო გახდა ასე აგდებული კომენტარების შონაარსი? ამასაც შეიძლება დავშორდე, ბედი და ხვალინდელი საქმე არავინ იცის. ნუ განსჯით
3. ქართველი გაამრავლე
უფროსები ამ კომენტარს რატომ წერენ, მესმის. ბევრი ქართველი ქალი გემალებათ მაგის გამო და კრიტიკისა და ქარცრცხლის შიშში არიან ჭორიკანა სამეზობლოსგანაც სულ. ჩვენ ხომ იკუბატორები ვართ, ქართველი სისხლის გამრავლების ვალდებულებით და არ გვაქვს უფლება ამ დაქცეულ დედამიწაზე სადაც და ვისთანაც შევძლებთ, დავსახლდეთ ბედნიერები ვიყოთ. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, ქართველიც მერჩივნა, იმიტომ არა, რომ ქართველი სხვა ერს ჯობია ან ქართველი გამემრავლებინა, არამედ იმიტომ, რომ ქართველი უფრო კარგია ჩემთვის ენის, კულტურის და ჩემი ოჯახის მხრივაც. მაგრამ არ ხდება ასე და მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც კორეაა, სადაც ქართველი 20-30 ადამიანია და აქედან კაცი მარტო ელჩი.
ნუ იქნებით ბოროტები! ვიღაცის არჩეული შეყვარებულის წვრილი თვალები და ხელფასი, თქვენი საქმე არ არის. არც თქვენი კომენტარის გამო დაშორდება ადამიანი ვინმეს და ტყუილად ვატკენთ ერთმანეთს გულს. მე მტკივა გული და მწყინს ასეთი აგდებული დამოკიდებულება, ამის დაწერასაც ვინანებ ალბათ, ბევრიც მეტყვის, მაგათ შენ რას შეაგნებინებ, ნეტა თუ არ გკიდიაო, არ მკიდია, რა ვქნა.
ცუდ ადამიანს ვერაფერს შეაგნებინებ ალბათ, მაგრამ კარგი ადამიანებიც არიან არასწორი დამოკიდებულებით. ამიტომ, გთხოვთ გახსენით გული და გონება.
ჩემს შეყვარებულს თომა ქვია ", - წერს სოფიო.