რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას "ბალენსიაგას“ მაისური, რომელიც პატრიარქთან მიღების დროს ეცვა?
23 მარტს ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საცოლესთან ერთად პატრიარქმა დალოცა. ფეხბურთელს "ბალენსიაგას" მაისური ეცვა, რომელსაც სხვადასხვა საიტზე განსხვავებული ფასი აქვს და 1200 ევროდან 1500 ევრომდე მერყეობს.
კვარაცხელია ილია მეორესთან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იყო მისული.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა გამოაცხადა, რომ ოფიციალურად დაინიშნა.