თეგებით ძიება

პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10-ით 0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე. მათი უსუსური და პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად მათი ინტელექტის დეფიციტი და ამ გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია. აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერს ამისთვის. სხვათა შორის, როცა ინტელექტზე და განათლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება და როგორც ჩანს სორბონის განათლება არ აკმაყოფილებს ქალბატონ ეკას", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა