თეგებით ძიება

გვინდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ოქტომბერში დავიწყოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ოქტომბერში ანაკლიის პორტის მშენებლობას დაიწყებს.

ამასთან, პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში საუკეთესო აეროპორტის მშენებლობის დაწყება და პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური პარკის მოწყობა იგეგმება.

„პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით - წელს მასშტაბური პროექტის მშენებლობას ვიწყებთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჰქვია. ჩვენი გათვლებით ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ მშენებლობა. ასევე ამბიცია გვაქვს, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელშიც, ჩვენი გათვლებით, 400-დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. ასევე, გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე აიტი ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა