სულგაყიდული მოღალატე ხარ - ირაკლი ღარიბაშვილი გუბაზ სანიკიძეს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის შესახებ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას მიეყიდა", რასაც გუბაზ სანიკიძემ გინებით უპასუხა.
"ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ალბათ ყველას. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა. როგორ მიეყიდა "ნაციონალურ მოძრაობას" 100 000 დოლარად, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც გუბაზ სანიკიძის გაღიზიანება მოჰყვა.
სანიკიძის რეპლიკის სანაცვლოდ კი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "ნაძირალა" და "მოღალატე არაკაცი" უწოდა.
"შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძის ნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები", - მიმართლა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.