არქეოლოგებმა უძველესი ქვა აღმოაჩინეს, რომელზეც რა წერია ვერავინ გაშიფრა - (ფოტო)
ნორვეგიელ არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი რუნული წარწერები, რომლებიც თითქმის 2000 წლის წინ არის შესრულებული და რამდენიმე საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილები.
კვადრატული, ყავისფერი ქვიშაქვის ნატეხის ზომა 30X30 სანტიმეტრია და 2021 წლის ბოლოს, ძველი სამარხი გორის გათხრებისას აღმოაჩინეს ტიურიფიორდის ტბასთან, ოსლოს სიახლოვეს, იქამდე, ვიდრე რკინიგზის მშენებლობა დაიწყებოდა.
წყარო: პირველი არხი