თეგებით ძიება

"არანაირი სტატუსი არ იქნება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე?

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ არანაირი სტატუსი არ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია.

"ღარიბაშვილების დღევანდელ ბოდვაზე რას ითხოვს ჩვენგან ევროპა (დასავლეთი):

- კლანისგან და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ სასამართლოს

- წესიერ საარჩევნო სისტემას

- პოლიტპატიმრების არ ყოლას

- ივანიშვილის გავლენის შემცირებას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს

- თავისუფალ მედიას

- დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტას

- უკრაინასთან მიმართებით ცხადპოზიციას

ამას თუ იზამთ, სტატუსი და ჩვენთან დაახლოების პროცესში წინსვლა გექნებათო

რა ილაპარაკეს დღეს უსინდისო ნაბიჭვრებმა:

- დასავლეთი წარმოადგენს გლობალური ომის პარტიას, რომელსაც საქართველოში ჰყავს აგენტები, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოების, ფრანკლინის კლუბის სახით, რომლებიც წლებია საქართველოში ცდილობენ არეულობის მოწყობას, რათა მერე საქართველომ ომი დაუწყოს რუსეთს

- მაგრამ ისინი არიან მაგარი მთავრობა, რომელიც ამას არ უშვებს

აი ამ ბოდვის ვისაც გჯერათ, სულელები არ ხართ, უიმედო ყ*ე*ბი ხართ

არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის გვტენიან როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის

არანაირი სტატუსი არ იქნება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, ვისაც ზემოთ დაწერილი გესმით, თქვენ მაინც ნუ ისულელებთ თავს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა