საქართველოს სპეცსამსახურებში ჩანერგილმა რუსმა აგენტებმა მომწამლეს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებში ჩანერგილმა რუსმა აგენტებმა მომწამლეს.
„ის დღე კარგად მახსოვს, როდესაც მომწამლეს, კინაღამ მოვკვდი. მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ვერსიას ადრეც ახმოვანებდნენ. სააკაშვილის სისხლის ანალიზმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა დაადასტურა. 2022 წლის ბოლოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ისეთი შხამი გამოიყენეს, რომელიც მაშინვე კლავს, მის წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში კლავს.