თეგებით ძიება

ანალენა ბერბოკმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

ოძისის რაიონში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას ბერბოკს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა უმასპინძლა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ახლდნენ. გერმანიის საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ ანალენა ბერბოკი ოძისში EUMM-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

წყარო: „ნეტგაზეთი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა