შეწერილი გაქვთ, ბიჭებო... კობახიძე, შენ განსაკუთრებით - გუბაზ სანიკიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაიხსენა. აღნიშნულის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
"ჯოგი იყო ჯოგი. სახელი მათი ლეგიონი. რამოდენიმე ვიცანი, რამოდენიმე ვერ ვიცანი, გასარკვევია ვინც ვერ ვიცანი ვინ იყვნენ. 2-3 კაცი ჩემთვის უცნობი იყო, არა პარლამენტის წევრები. გიენები არიან, მძორიჭამიები არიან, ბანდაა, ბიძნა მონები, ფეხის მფხანელები, დღეს მათ შეიწერეს დაგინება ჩემთან, სანამ არ დაამტკიცებენ, რომ 100 ათასი დოლარი ავიღე ნაციონალური მოძრაობიდან, მანამდე შეწერილი გაქვთ ბიჭებო კობახიძე შენ განსაკუთრებით.
არაკაცი ხისთავიანი ღარიბაშვილი რომ ჩემზე ლაპარაკობს, პასუხი უნდა გამეცა. მარტო ვიყავი, ეგეთი კურდღლები არიან ამდენი რომ წამომესიენ. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ბეჟაშვილის, კადრებში ეს არ ჩანს, მთავარი ჩხუბი მანამდე იყო. ლევან ბეჟაშვილი დამიდგა გვერდზე. ვიყავით ორნი, ესენი იყვნენ ჯოგად შემოსეულები, როგორც იციან“, - განაცხადა სანიკიძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზშივე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.