სომხეთმა ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა
სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტში გაწერილი ვალდებულებები ქვეყნის კონსტიტუციას სრულიად შეესაბამება.
როგორც სომხური მედია წერს, გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. მანამდე წესდების რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმაც მოახდინა.