თეგებით ძიება

ვგმობთ გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას - „ნაციონალური მოძრაობა“

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ პარტია გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი რუსული ოცნების სახე.

რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს შემთხვევა არის რუსული ოცნების ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი.

რუსული ოცნება დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული.

7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში.

ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია.

გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 17:00 საათზე!

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს !

გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. დაპირისპირება სხდომათა დარბაზშივე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა