„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება
„ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე გახდა. აღნიშნულ თანამდებობას აქამდე ბადრი ჯაფარიძე იკავებდა.
"მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა დამაკისრა. მაგრამ ეს არ არის ერთ ადამიანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, რადგან მე თქვენ წინაშე წარმოვადგენ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ახალგაზრდების იმ დიდ ჯგუფს, რომელიც არის ლელოში", - განაცხადა კუპრაძემ.