„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება
პარტია „ლელოს“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ლელოს გენერალური მდივანი კი ირაკლი კუპრაძე.
„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე, დათო უსუფაშვილს ვთხოვეთ და მისი საქმიანობა, ძალისხმევა იქნება პარლამენტისკენ გადასული. მინდა დავითს მადლობა გადავუხადო. ასევე, წარვადგინეთ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.