„ბ–ნო ირაკლი, თქვენი შვილი რომ მიდის სასწავლებლად პენსილვანიის უნივერსიტეტში, ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია ეგ და არ დაღუპოთ ბავშვი“ - ჯანგირაშვილი ღარიბაშვილს
ტელეკომპანიის “კავკასია” დირექტორი, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პრემიერ-მინისტს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
“ჯერ ფრანკლინის კლუბი ავიღოთ, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან.“– იკითხა დღეს და იქით საფლავიდან ფრანკლინი ამოიღო, აქეთ ფრანკლინის კლუბს ისევ ანარქისტები, ექსტრემისტები და პროვოკატორები ეძახა, ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენო.
ბ–ნო ირაკლი, თქვენი შვილი რომ მიდის სასწავლებლად პენსილვანიის უნივერსიტეტში, ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია ეგ და არ დაღუპოთ ბავშვი, სად უშვებთ. აგერ ბ–ნი ბიძინას დაარსებულ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ჭეშმარიტ მამულიშვილურ ღირებულებებზე არის ეგ დაფუძნებული”, - წერს ჯანგირაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ფრანკლინის კლუბის" შესახებ ისაუბრა და მას ანარქისტული მოძრაობა უწოდა.