თეგებით ძიება

"დედა წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა" - რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადავარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 3 წლის გოგონა კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

"უკან მივიხედე, მე მეგონა, პარკი ჩამოვარდა. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარკობდა. ღმერთმა გადაარჩინოს, რა უნდა ვთქვა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ჩვენს კლინიკაში 112-მა შემოიყვანა 3 წლის კლინიკა, რომელის დიაგნოზიც მრავლობითი ტრავმული დაზიანება იყო. პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავდმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით", - განაცხადა გელაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა