საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდით 3.2 ბიძგები გამთენიის 5:03 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან ახლოს, სოფელი ზემო ხეჩილი იყო.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.