თეგებით ძიება
25. 03. 2023 მსოფლიო

ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასრულდეს - ემანუელ მაკრონი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ.

"ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენს პეკინში გამგზავრება შევთავაზე, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე", - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა