თეგებით ძიება
25. 03. 2023 მსოფლიო

ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს.

"რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს, ხოლო მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია. ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს. ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა