თეგებით ძიება
25. 03. 2023 ვიდეო

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადავარდნილი 3 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა? - რას ამბობს ექიმი? (ვიდეო)

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან გადავარდნილ ბავშვს მრავლოვითი მოტეხილობა აღენიშნება.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ჩვენს კლინიკაში 112-მა შემოიყვანა 3 წლის კლინიკა, რომელის დიაგნოზიც მრავლობითი ტრავმული დაზიანება იყო. პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავდმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით”, – განაცხადა გელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადავარდა.

@inforustavi.ge

ბავშვი კორპუსიდან ჩამოვარდა ♬ original sound - inforustavi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა