საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე.
ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მისაღებია სრულად.
კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს.
„აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.