2022 წელს საქართველოში რუსეთის 112 000 მოქალაქე შემოვიდა - The Bell
2022 წელს რუსეთი, სულ მცირე, 500 000-მა მოქალაქემ დატოვა, ყველაზე მეტი რუსეთიდან საქართველოში წავიდა და ეს რიცხვი - 112 000-ია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა - The Bell აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ომმა ემიგრაციის ორი ტალღა გამოიწვია. გაზაფხულზე, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ საზღვრები ჩაიკეტებოდა, თუმცა გამოცემა წერს, რომ საზღვრები ღია დარჩა და ბევრ უკან დაბრუნდა.
მეორე ემიგრაციის ტალღა "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებას მოჰყვა. The Bell წერს რომ ამ პერიოდში რუსეთში მცხოვრებლები პანიკურად ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, რამაც ფასები ზედმეტად გაზარდა, გარდა ამისა, მანქანების გრძელი რიგები იყო სახმელეთო საზღვრებზე.
"თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა ომის გამო. მაგრამ ჩვენი ვარაუდით, თებერვლის შემდეგ, სულ მცირე 500 000 რუსი გაიქცა ქვეყნიდან და არ დაბრუნდა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, რამაც რუსეთში ემიგრაციის ორი ტალღა გამოიწვია.
ცნობისთვის, საქართველოს 2 რეგიონი, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მარიონეტულ რეჟიმებს კრემლი აკონტროლებს, მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცი.