როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როცა გვიყვარს, ვინმეს მოსაზრება შეთავსება-შეუთავსებლობაზე სულ არ გვაინტერესებს, მაგრამ ერთი სული გვაქვს, საყვარელი ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ. როგორი არიან ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალები სიყვარულში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში?
ვერძი
ვერძი ქალის სიყვარული მგზნებარეა. არანაირი ნახევარტონები — ყველაფერი ნამდვილი. როდესაც მას უყვარდება, გრძნობა ყოველთვის პირველ ადგილზე დგება. ვერძი მზადაა, თავის სიყვარულს მთელი ცხოვრება მიუძღვნას.
ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი ვერძების ურთიერთობები მათი სტიქიის შესაბამისად ვითარდება. მაგრამ ბობოქარი ურთიერთობები მხოლოდ საყვარელ ადამიანთან არის შესაძლებელი. თავისუფლებისმოყვარე ვერძები მხოლოდ საუკეთესო ვარიანტზე არიან თანახმა. თუ ეს ვარიანტი არ არის, მარტოობას ამჯობინებენ.
ვერძები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერი პარტნიორები მოსწონთ. ისინი ეძებენ იმას, ვინც მათ თავისუფლებას არ ხელყოფს, მაგრამ თან „პლასტელინივით" არ იქნებიან. ასეთი წინააღმდეგობრივია ეს ნიშანი სიყვარულში. ამავე დროს, ეს ნიშანი ხანდახან საკუთარი სიამაყის, ველური ეჭვიანობისა და სიჯიუტის მსხვერპლი ხდება. ამას აგრესიამდეც კი მიჰყავს. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ვერძები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და ქარიშხალს მზიანი ამინდი მოსდევს.
ვერძ ქალს ძალიან უყვარს, როდესაც მისით აღფრთოვანებული არიან. „მიზანში გარტყმულმა" ქათინაურმა მისი შესანიშნავი განწყობა შეიძლება მთელი კვირაც კი უზრუნველყოს. მთებსაც გადადგამს, თუ კიდევ ერთხელ მოისმენს — „საუკეთესო ხარ!"
მგზნებარე და ერთგული ვერძი კრიტიკულ სიტუაციაში საყვარელ ადამიანს არასდროს მიატოვებს.
კურო
კუროები გაწონასწორებული და რეალისტურად განწყობილი არიან, მაგრამ ძლიერი ემოციების ჩვენება არ უყვართ. ამიტომ მისი მამაკაცის სხვა ქალისთვის ნათქვამი ქათინაური სკანდალს არ გამოიწვევს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის სიყვარულში დარწმუნებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში იხილავთ მრისხანების ძალას, რომელიც ამ ნიშანს, ზოგადად, არ ახასიათებს, მაგრამ თუ განრისხდა…
კურო ქალის ელეგანტურობაზე ლეგენდები დადის. მათ შეუძლიათ ქალურობის გამოვლენა, თან არ უყვართ სხეულზე ბევრი ტანსაცმლის ტარება. ეხერხებათ აქცენტის ფერზე გაკეთება — ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენელი შინაგანად ცოტაოდენ მაინც სტილისტია. ისინი ტკბებიან ცხოვრებით სხვადასხვა გამოვლინებაში — კარგი სამოსი, დახვეწილი სასმელი, გემრიელი საკვები, ლამაზი ნახატები და მხოლოდ საუკეთესო მუსიკა.
ტყუპი
ტყუპი — ეს კალეიდოსკოპია, რომელიც რამდენიმე პიროვნებას იტევს. ამიტომ მასთან ურთიერთობის აგება საკმაოდ რთულია. და თუ ერთ „პიროვნებასთან" შეთანხმდით, მეორე ხვალ გადაწყვეტს, რომ, მაგალითად, პაემანზე არ უნდა წავიდეს.
ტყუპი დარწმუნებულია, რომ ცხოვრება — ეს დიდი ექსპერიმენტია. მასთან მამაკაცი სამუდამოდ დაივიწყებს მონოტონურ დღეებს. ტყუპ ქალს მომენტალურად უყვარდება და სწრაფადვე "ნელდება". ამასთან, ორჭოფობა ახასიათებს. ასეთ ქალს ისეთი მამაკაცი მოიპოვებს, რომელიც დაარწმუნებს, რომ ის საუკეთესო მამაკაცია.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალი საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკისა და კომფორტის აპოგეაა. კოცნა და ჩახუტება… და კიდევ მრავალფეროვანი საჭმელი და რთულ დროს მხარდაჭერის კეთილი სიტყვები…
ისინი სამაგიეროდაც ყოვლისმომცველ მზრუნველობას მოელიან. თუმცა, ამის თქმას არ ჩქარობენ. მათი კრიტიკის დალოდება არც ღირს — მას მტკივნეული ჭრილობის მოყენება შეუძლია. მაგრამ თუ მამაკაცმა კირჩხიბი ქალის სიყვარული და ნდობა დაიმსახურა, მისი გული გრძნობების ნაკადით აივსება, რომელიც ათ ადამიანს ეყოფა.
ლომი
ლომი ქალები ძვირფასი ქმნილებები არიან, რომელთაც სიყვარული და პატივისცემა სჭირდებათ. თუ მამაკაცს ქარიზმატულ პიროვნებასთან ურთიერთობა არ უნდა, სჯობს, ლომთან არც ეცადოს ამ ურთიერთობას. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მეგობრებთან ყოფნა უყვართ. მამაკაცი მზად უნდა იყოს, რომ მის "ლომს" უკვე ჰქონდა ურთიერთობები და არც უნდა ეცადოს მასზე "მეურვეობის" მოპოვებას.
ლომი, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იტანს ნებისმიერი ფორმის კონტროლს. საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას აღიქვამს, როგორც თავისთავადს, ანუ, „ასეც უნდა იყოს". თუ მამაკაცი „დაკომპლექსდება", ის ამას შენიშნავს. მამაკაცს უნდა სწამდეს საკუთარი თავის, თავდაჯერებული უნდა იყოს — ასეთ ადამიანს ლომი ქალი გულწრფელად და მგზნებარედ შეიყვარებს.
ქალწული
ქალწულს სერიოზული გრძნობების გამო ყველაფრის მიტოვება შეუძლია. ამასთან, შეუძლია, გარშემომყოფთა აზრს სულ არ მიაქციოს ყურადღება. მისთვის მთავარია, პირველ რიგში, საკუთარ თავთან იყოს მართალი.
ქალწული ქალი ან ეძებს, ან უკვე ბედნიერად არის შეყვარებული. ყოფაში მატერიალისტები არიან, მაგრამ ურთიერთობებში — „უსაშველო" რომანტიკოსები. მათი რაფინირებული გემოვნება ყველაფერში იკვეთება — ტანსაცმელში, ინტერიერის გაფორმებაში, კერძის მიწოდებაში. ისინი ნამდვილი პერფექციონისტები არიან.
სასწორი
ქალი სასწორი — ეს მომხიბლაობის ზღვაა. ისინი პატარა ციცინათელებივით გაანათებენ მამაკაცის ცხოვრებას დღისითაცა და ღამითაც.
ისინი კეთილი, დიპლომატიური, ცოტა ჯიუტი და მერყევი ხასიათის არიან. და ძალიან ქალური! მაგრამ შეიძლება მოულოდნელად დაინახოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ ასრულებენ ისინი მამაკაცის სამუშაოს.
სასწორი ქალი ქუჩაში მხოლოდ მოვლილი და გამოწყობილი გამოვა. ამ ინტელექტუალმა ქალბატონებმა იციან, რომ მნიშვნელობა ყველაფერს აქვს. მათ შეუძლიათ ანალიზი და უყვართ სხვადასხვა ადამიანებთან საუბარი. სასწორების მიზანი საყოველთაო ჰარმონიაა და მაშინვე ამოიცნობენ ხოლმე მას, ვინც ამ ჰარმონიას არღვევს.
მორიელი
ქალი მორიელი საიდუმლოებით მოცული და მშვენიერი არსებაა. მათი ხიბლის ქვეშ მოქცევა ადვილია, მაგრამ მათ სულსა და გონებაში ჩაწვდომა — ძალიან რთული.
ამ ჯადოსნური ქალბატონების გარშემო მამაკაცები მუდამ ფუტკრებივით ტრიალებენ. მაგრამ მათი ყურადღების მიქცევა ბანალური ქათინაურებით შეუძლებელია. თუ თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, ამას თავისი გამჭოლი მზერით გაგრძნობინებთ.
მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი უნიკალური, გულწრფელი და უშუალოა, რაც ხშირად ადამიანს ჩიხში ამწყვდევს. სამაგიეროდ, მას რთულ მომენტში დიდი შთაგონების უზომო ძალა აქვს.
მშვილდოსნები, როგორც აღვნიშნეთ, გულწრფელი არიან, ამიტომ მამაკაცს ურჩევნია, თავი წარმოადგინოს ისეთად, როგორიც არის. ისინი დამოუკიდებელი არიან და არანაირი მანიპულაცია მათთან არ გავა. ვერ იტანენ ყოვლისმცოდნე „ჭკუის კოლოფებს". თავისუფლებისმოყვარეობის გამო ხშირად მარტონი არიან.
თხის რქა
ქალი თხის რქა თავად გეგმავს საკუთარ ცხოვრებას და სირთულეების არ ეშინია. წარმატება ამ ნიშნის წარმომადგენლებს იზიდავს და თხის რქებიც მიიწევენ წინ. ამ მხრივ მათ კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ.
ეს სიტყვაძუნწი ადამიანები არასდროს ნებდებიან. მათი მოდრეკა შეუძლებელია. თხის რქები წინ მიიწევენ და ყველა თავისი მიღწევა ახსოვთ. მათი ამბიციები საფუძვლიანია და იციან, რომ ძალა ამისთვის ეყოფათ.
მერწყული
მერწყულს ხშირად და ადვილად უყვარდება, არის დამოუკიდებელი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტები იტაცებთ. მათ სჭირდებათ ახალი ჰორიზონტები, საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის ყოველ წუთს არიან მზად.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მეტი ადამიანი, რომლებმაც სამყაროს შეცვლაში უდიდესი როლი შეასრულეს, ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა. მათ თუ თავისუფლებას წაართმევთ, მათში შინაგანი ცეცხლი ჩაქრება.
თევზები
თევზები უჩვეულოდ ქალური, მაცდური, მგრძნობიარე და მომხიბლავი არიან. უყვართ, როცა პარტნიორი მზრუნველობას არ აკლებს, ეუბნება ქათინაურებს — თუნდაც ყველაზე ბანალურს, მაგრამ — გულწრფელად.
პირველივე პაემანზე მამაკაცს შთაბეჭდილება დარჩება, რომ თევზ ქალს მთელი ცხოვრება იცნობს. ისინი ძალზე მოსიყვარულე და მგრძნობიარე არიან.