გერმანიაში, ნაჯახით შეიარაღებულმა კაცმა მატარებელში 17 წლის გოგო დაჭრა
გერმანიაში რეგიონალურ მატარებელზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის დროს 17 წლის გოგო თავის არეში დაიჭრა.
37 წლის კაცმა რეგიონული მატარებლის რამდენიმე ვაგონი გაიარა და მგზავრებს დაემუქრა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ კაცმა ნაჯახით მატარებლის ინვენტარი დააზიანა. პოლიცია არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორ დაშავდა 17 წლის მგზავრი.
ამასთან, სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, განზრახ დაესხა თუ არა თავს კაცი 17 წლის გოგოს.
მატარებელი მალევე გააჩერა ფედერალურმა და სახელმწიფო პოლიციამ, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.