თეგებით ძიება

"ნაცზონდერი ნაძირალა... ნათია ბერიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ" - ვინ დაესხა თავს ჟურნალისტს? (ფოტო)

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის კოლეგას, ნათია ბერიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ნათია ბერიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ვრცელდება, ნათიას თავს კეზერას დავალებების შემსრულებელი და ახლო ნათესავი, დიმიტრი ჩიქოვანი დაესხა.

თქვენი ნაცზონდერი ნაძირალა, "ახვარი" დდშვც... ვერ ისვენებთ, ხო?? მაინც და მაინც ძვლებში უნდა დაგლეწოთ ხალხმა?? ოხხხ, მოდის მგონი ეგ დროც", - წერს ლაბარტყავა.

"POS TV-ის" ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის  საცხოვრებელ სახლში პოლიცია შევიდა.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა