"დიდ დიღომში, ჩვენ უბანში, ალბათ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით იარაღიდან გაისროლეს..." - რას წერს პეტრე კოლხი?
დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და წერს, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.
მისი თქმით, თბილისში, დიდ დიღომში ანგარიშსწორების მიზნით სროლა იყო.
"როდემდე უნდა ვიცხოვროთ კრიმინალებით სავსე სახელწიფოში…
დიდ დიღომში, ჩვენ უბანში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე ალბათ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით იარაღიდან გაისროლეს…
ქუჩაში ჩემ ორ შვილს თან ჰყავდა ჩემი შვილიშვილი ზუ, ბავშვებმა ახლომდებარე ,,ნიკორას” შეაფარეს თავი…
მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალდა…
თუმცა როდემდე… როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ განუკითხაობას!…", - წერს პეტრე კვარაცხელია.