თეგებით ძიება
25. 03. 2023 მსოფლიო

ხმალი ავთენტურია - როგორ აღმოჩნდა 3000 წლის წინანდელი იარაღი ორიგინალი? (ფოტო)

ზოგჯერ ადამიანები სხვადასხვა ადგილას უცნაურ ნივთებს აგროვებენ და ფასით და ღირებულებით არ ინტერესდებიან.

1930-იან წლებში, ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ნაპირებზე ბრინჯაოს ძველი, შელახული ხმალი იპოვეს.

ერთი შეხედვით ბრინჯაოს ხანის უნგრულ იარაღს წააგავდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის შუა საუკუნეებში ან უფრო გვიან დამზადებული ასლი იყო.

მას შემდეგ, თითქმის საუკუნის განმავლობაში, ხმამელი ჩიკაგოს ბუნების ისტორიის საველე მუზეუმში იყო გამოფენილი, როგორც უბრალოდ ასლი. თუმცა, შარშან, როდესაც მუზეუმი ძველევროპელ მეფეთა თემაზე გამოფენისთვის ემზადებოდა, სტუმრად მყოფმა უნგრელმა არქეოლოგმა (რომლის სახელიც არ საჯაროვდება) ხმალს ერთი შეხედა და თქვა, რომ ის ავთენტური იყო.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა