როდის დაიწყებს უკრაინა მოსკოვზე კონტრშეტევას? - ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტებას აკეთებს
უკრაინა კონტრიერიშს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ვერ იწყებს, - ამის შესახებ იაპონურ გამოცემა Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ველოდებით, როდის მოგვაწვდიან საბრძოლო მასალას ჩვენი პარტნიორები. ჯერჯერობით კონტრიერიშზე გადასვლა არ შეგვიძლია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.