თეგებით ძიება
25. 03. 2023 მსოფლიო

რუსებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაშავებულები

ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. 

"რუსული არტილერიის დღევანდელი სამიზნე ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია. დაშავდა ორი ადამიანი - 41 წლის ქალი და 25 წლის კაცი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს“, - აცხადებს პროკუდინი. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა