თეგებით ძიება

"არ დავუშვებ, საზოგადოებრივ დაწესებულებაში მომსახურება ხორციელდებოდეს ოკუპანტის ენაზე. საქართველო არ არის რუსეთის გუბერნია!" - მიხეილ რამიშვილი ჯპს-ის აკრიტიკებს

უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და სააფთიაქო ქსელ "ჯპს"-ს, მოუწოდებს, ნუ ახლორციელებს რუსულ ენაზე კლიენტების მომსახურებას.

"ჯპს-ის სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელობას "ჯპს აფთიაქი"  საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. წაიკითხეთ კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ,  ნუ ახორციელებთ კლიენტების მომსახურებას ოკუპანტის ენაზე, აიყვანეთ თარჯიმანი და მისი დახმარებით გაუწიეთ მომსახურება. პატივი ეცით ენას, მამულს, სარწმუნოებას, თორემ ოხრად დაგრჩებათ ყველაფერი. არ დავუშვებ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მომსახურება ხორციელდებოდეს ოკუპანტის ენაზე. რუსეთში ქართულ ენაზე მოგემსახურებიან? არა!! საქართველო არ არის რუსეთის გუბერნია!", - წერს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა