საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. მათ ბათუმში, ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრები, ანგარიშით 6:1 დაამარცხეს.
ეროვნული ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ.
28 მარტს, საქართველოს ნაკრები ისევ ბათუმში, უკვე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს.