სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვი მოიტაცეს - რა მოხდა რუსთავში?
ძველ რუსთავში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრუწლოვანი გოგონა ორმა პირმა მოიტაცა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცები 35 წლამდე ასაკის არიან.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.