„თუ ვინმე დარჩა, ვინც პატარა გოგოებს ეტორღიალება და “მამაშვილურად” აწუხებს - მიდით გამოაქვეყნეთ!..“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „პოსტვ“-ის წამყვანის, შალვა რამიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„შალვა რამიშვილი პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებით იმუქრება.
Shalva Ramishvili ლაყე კვერცხო, შენ იმ კაცს ემსახურები, ვინც საკუთარი თავდაცვის მინისტრის პირადი ცხოვრების დეტალები პრესკონფერენციაზე მოყვა, ხოლო საკუთარ საგარეო მინისტრს - “ტიგრიცა” ეძახა მთავრობის სხდომაზე, ასევე პირად ჩანაწერებზე დაყრდნობით!
განსხვავება ისაა, რომ ის ხალხი არავის არაფერს უშავებდა, პატარა გოგოებს არ ემუქრებოდა მამაშვილური გაუპატურებით! თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და დაუნგრიეთ!
ანუ ეგ უკვე ქენით, საკუთარ ხალხს(აც) გამოუქვეყნეთ ჩანაწერები
თუ ვინმე დარჩა, ვინც პატარა გოგოებს ეტორღიალება და “მამაშვილურად” აწუხებს - მიდით, დაუშვით - გამოაქვეყნეთ, თქვენთან ერთად ჩავრეცხავთ - გინდ ჩვენი იყოს, გინდ სხვისი“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, შალვა რამიშვილი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.