თეგებით ძიება

„კარგი იქნებოდა, 9 აპრილს ახალ თაობას, რომელმაც აჩვენა თავისი ძალა და შემართება, მესამე აქცია დაენიშნა“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი 9 აპრილს დაანონსებულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„რადგან 9 აპრილს დაანონსებული ორი აქცია ისევ წარსულსა და აწყმოს შორის მობეზრებულ და უპერსპექტივო არჩევანს გვთავაზობს, კარგი იქნებოდა, ახალ თაობას, რომელმაც აჩვენა თავისი ძალა და შემართება, დაენიშნა მესამე აქცია. 

ამით ეჩვენებინა, რომ ისინი უარს ეუბნებიან მანკიერ წარსულს, მანკიერ აწმყოს და ირჩევენ მომავალს.

ეჩვენებინა, რომ ისინი მეტნი არიან, რომ მომავალი მათ ეკუთვნით, რომ არ არიან დამძიმებული წარსულის შეცდომებით და დანაშაულით, უყვართ ეს ქვეყანა და იციან როგორ მოუტანონ მას თავისუფლება და კეთილდღეობა.

ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის, ამ ქალაქის მაცხოცრებელთა უმრავლესობა სწორედ მათთან მივა და ამით იტყვის თავის სათქმელს - რომ დროა უკან მოვიტოვოთ ზიზღით და სიძულვილით გაჟღენთილი წარსული და აწმყო…ვიფიქროთ მომავალზე…

პირადად მე იქ მივიდოდი…“ - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციები დაანონსდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა