მსახიობი ორლანდო ბლუმი უკრაინაში ჩავიდა
მსახიობი, ორლანდო ბლუმი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობი „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„დღეს შესაძლებლობა მქონდა მომესმინა უკრაინელი ბავშვების სიცილი UNICEF-ის ცენტრში, უსაფრთხო, თბილ და მზრუნველ სივრცეში ბავშვებისთვის, სადაც ისინი თამაშობენ, სწავლობენ და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ... უკრაინაში ბავშვებს ბავშვობის დაბრუნება სჭირდებათ" - წერს ორლანდო ბლუმი.