თეგებით ძიება
26. 03. 2023 მსოფლიო

უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი უიმედო გახდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა.

„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა… ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა