„საქმე გვაქვს სააკაშვილის გათეთრების მცდელობასთან. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ტაკიმასხარაობა?“ - ნიკოლეიშვილი სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემაზე
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა.
„ნორვეგიაში სააკაშვილის ოჯახისათვის ჯილდო გადაუციათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აეც ჯილდოს დასახელებას და არც იმას, თუ რა "დამსახურებისთვის" ჩაიბარა ეს ჯილდო დედა გიულიმ. საქმე გვაქვს სააკაშვილის პატრონების მხრიდან მისი გათეთრების მცდელობასთან. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ტაკიმასხარაობა, ეს სისულელე? როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ადამიანების და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა და მას მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.