ირანში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
ირანში ზედიზედ ორი - მაგნიტუდით 4,2 და 4,7 მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Anadolu” ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ფარსის და ილამის პროვინციებში დაფიქსირდა, ბიძგები ასევე იგრძნობოდა ბუშერში, ლურესტანსა და ჰუზესტანში.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.