„მოკლედ აგიხსნით რითია დაკავებული ხელისუფლება და რისთვის იყენებს პოლიციას და მის მიერ კონტროლირებად მედიას?..“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტ, თათია სამხარაძის გატაცების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და წერს.
„მოკლედ რომ აგიხსნათ რითია დაკავებული ხელისუფლება და რისთვის იყენებს პოლიციას და მის მიერ კონტროლირებად მედიას ანუ რაში ყავს ჩართული ამხელა რესურსი:
ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს ერთ-ერთის ბინაში. იქედან ერთი კეზერაშვილის ნათესავია, მეორე შალვა რამიშვილს ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროვებაში და სასამრთლოც მოუგო. სავარაუდოდ მათ უთვალთვალებდა სუსი და გადაწყვიტეს ეს შეხვედრა გაეტელევიზორებინათ, რათა შალვა რამიშვილი გაეპრავებინათ, აქოდა მართლა მოძალადე კი არაა, კეზერაშვილის სასტავი უგორებს ყველაფერსო (არადა ამათმა სასარმთლომ გაამტყუნა რამიშვილი), მაგრამ ღამის ორ საათზე სხვის ბინაში როგორ შეხვალ კამერებით?
ამიტომ მოიგონეს ასეთი ხოდი: მათ "საყვარელ" ჟურნალისტსს postv-დან, ნათია ბერიძეს დაარეკინეს პოლოციაში, ვითომ მას ქონდა ინფორმაცია, რომ იმ ბინაში შეხვედრის ერთმა მონაწილემ მეორე მოიტაცა (რატომ უნდა ქონოდა ეს ინფორმაცია postv-ს ჟურნალისტს, კაცმა არ იცის. ასეთ ზარზე პოლიცია ვალდებულია ადგილზე გავიდეს, ხოლო ბინის მეპატრონე ვალდებულია პოლიციას კარი გაუღოს. მოიყვანეს საპატრულო და მოყარეს შუა ღამეზე იმ ბინასთან მთელი სახელისუფლებო მედია.
ბუნებრივია, ბინის პატრონმა პოლიციას კარი გაუღო, მაგრამ კამერები არ შეუშვა. მიუხედავად იმისა რომ ვითომ დაზარელებული ამბობს, რომ ის არავის გაუტაცია და არც არავის უძალადია მასზე, საქმე მაინც აღძრეს, რომ ამ ამბის გატელევიზორების მიზეზი ქონოდათ და დღეს ყველა სახელისუფლებო არხმა ამ თემით გახსნა მთავარი საინფორმაციო გამოშვება (ანუ არა მარტო postv-მ, არამედ "იმედმაც" და რ2-მაც) თითქოს ეს იყო ქვეყანაში მთავარი ამბავი.
და ეს ყველაფერი იმისთვის რომ მათი მთავარი პროპაგანდისტის იმიჯი გადაარჩინონ“, - წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
„პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლის ძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.