თეგებით ძიება

„მაგრად დაიბნა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და წავიდა“ - რას იხსენებს ბექა ყორშია?

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

„პოსტივის ჟურნალისტების მივარდნებზე გამახსენდა, ადრეც მაქვს მოყოლილი.

დაახლოებით ერთი წლის წინ, სახლიდან გამოვედი და ჩვეულებისამებრ, მარკეტისკენ წავედი სიგარეტის საყიდლად. მარკეტის კართან დამხვდა პოსტივის ჟურნალისტი, კითხვა უნდა დაგისვაო. არაბულად დავუწყე ლაპარაკი, სიგარეტს და ბენზინს ყოველდღე აძვირებენ ეს ბოზზები-მეთქი. მაგრად დაიბნა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მე გავაგრძელე არაბულად ლაპარაკი დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ბოლოს ხელი ჩაიქნია და წავიდა მანქანისკენ. მე გავყევი და არაბულადვე ავუხსენი მძღოლს, რომელი გზით უნდა გაეჯვათ. დღემდე ველოდები, როდის დადებენ ამ მასალას“, - წერს ბექა ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა