თეგებით ძიება
26. 03. 2023 ვიდეო

"კარისკენ გავიხედე და ჰოი, საოცრებავ, რას ვხედავ...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან ჭელიძე თბილისში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„გვიან ღამეა, 03:15 სთ...

ბუხაიძის ქუჩაზე ვარ, დეილის მაღაზიის წინ,  მაღაზიაში შესვლა მინდა, მინდა რაღაც ვიყიდო და.......

მანქანიდან მინდა ჩავიდე და მაღაზიაში შევიდე.....

კარისკენ გავიხედე და ჰოი, საოცრებავ, რას ვხედავ....

ახალგაზრდა გოგონები მაღაზიაში მხიარულობენ, ცეკვავენ, ტაშს უკრავენ...

მთელი ღამე მორიგეები არიან ეს ახალგაზრდები, მთელი ღამე „ვიღაცის პრიკაზები უმდა შეასრულონ, ამიტომ მათ სჭირდებათ დაფასება!

მე რა ვქენი ???

-  ჰო, არ შევედი მაღაზიაში, ხალისი არ დავურღვიე მათ... 

გაიხარეთ, მეგობრებო , ჩემი დიდი პატივისცემა  და  მხარდაჭერა  თქვენ.

ჩემი თხოვნა დეილის ხელმძღვანელობას:

დააფასეთ და მოეფერეთ ამ ლამაზ ადამიანებს, ღამეებს ათევენ.

დეილი სუპერმარკეტი - Daily Supermarket“, - წერს ლევან ჭელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა