თეგებით ძიება

ქუთაისში კონტროლიორის მიერ მგზავრის დაკბენაზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.

საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" წინ მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი დაიწყო, კონტროლიორმა უბილეთო მგზავრს უკბინა. შემთხვევა გუშინ, 25 მარტს მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა