გერმანიიდან 30-ზე მეტ რუს დიპლომატს გააძევებენ
გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.