თეგებით ძიება

„15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა, სამსახურიდან გამათავისუფლეს" - რას წერს მარიკა ბაკურაძე?

ჟურ­ნა­ლის­ტი, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "არ­ტა­ნუ­ჯ­მა" და "ინ­ტე­ლექ­ტმა" სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"დღე­ი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექტსა" და "არ­ტა­ნუ­ჯში" აღარ ვმუ­შა­ობ. სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს ზუს­ტად ასე, მოკ­ლედ და სწრა­ფად, რო­გორც ამ ტექსტს ვკი­თხუ­ლობთ ახლა მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, ახა­ლი წიგ­ნე­ბის ტელე-გა­შუ­ქე­ბას ვა­თან­ხმებ­დი სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­თან და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ღა­მის 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე, ვით­საფ­ში მე­სი­ჯი მომ­წე­რეს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მთავ­რდე­ბა, დიდი მად­ლო­ბა, ნახ­ვამ­დი­სო.

15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ერთი მე­სი­ჯით დას­რულ­და. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კომ­პა­ნია და სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტი რომ შეხ­ვედ­რას, პა­ტი­ვის­ცე­მას, თა­ნამ­შრო­მელ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს და თუნ­დაც გაფრ­თხი­ლე­ბას ნიშ­ნავს, ეს ხომ ყვე­ლამ ვი­ცით. მაგ­რამ ისიც ხომ ვი­ცით, რომ შეხ­ვედ­რას და სა­უ­ბარს თვა­ლის გას­წო­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს კი ად­ვი­ლი არ არის მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც უს­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ..ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძი­რი­თად მი­ზეზს ყვე­ლა ვხვდე­ბით ალ­ბათ. და არ ღირს ჩაღ­რმა­ვე­ბა...

რა­ღაც­ნა­ი­რად მქონ­და იმე­დი, რომ ფე­ის­ბუქ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გო­ნა­რი სი­ძულ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტმა და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ რე­ა­ლო­ბა­შიც გა­და­სუ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი, აბა სხვა რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს ქცე­ვა? ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა და სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა ხომ ამას მოწ­მობს?

რო­გორც ლე­გენ­და­რუ­ლი ბ-ნი ამი­რა­ნი იტყო­და, რეპ­რე­სი­ე­ბია მოგ­ვი­წე­რია ხელი ბოლ­შე­ვიზ­მზე და ეგ არის ასე გას­რულ­და ჩემი 15-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან. იმე­დია, ჩემს სა­ხელს არ ამოჭ­რი­ან იმ წიგ­ნე­ბი­დან, სა­დაც ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იკი­თხე­ბა. ასე­ვე, და­ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი, მწე­რა­ლი თუ პო­ე­ტი, ვისი წარ­მა­ტე­ბის და პო­პუ­ლა­რო­ბის გზა­ზე მე ჩემი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი, და­ფიქ­რდე­ბა ამ ფაქ­ტზე და სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავს მოვ­ლე­ნებს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სია კი სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რია.

ბო­ლოს, მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­დი­უ­სერს, ამ­დენ­წლი­ა­ნი გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი, ერ­თგუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. საზ. მა­უ­წყე­ბე­ლი, რუს­თა­ვი ორი, ფორ­მუ­ლა, ტვ პირ­ვე­ლი, პი­კის სა­ა­თი, ევ­რო­ნი­უ­სი, იმე­დი და ა.შ. ძვირ­ფა­სო ხალ­ხო, ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ალა­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ვმუ­შა­ობ­დით ერ­თმა­ნეთ­თან. ამ ხალ­ხმა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის რა ხა­რის­ხით ვას­რუ­ლებ­დი სა­მუ­შა­ოს, რო­მე­ლიც შე­მა­წყვე­ტი­ნეს. + იმედ­ზე, ჩემი გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რე­ბი. ყვე­ლა მად­ლო­ბა თქვენ ამა­ზე მე­ტად ამ სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მეტს აღა­რა­ფერს ვი­ზამ. იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დრო გავა, ეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტე­რია გა­და­ივ­ლის და დარ­ჩე­ბა დიდ­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი. მე კი არ მინ­და ამ სირ­ცხვი­ლის მო­ნა­წი­ლე ვიყო", - წერს მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა