„ასეთი რა აჭამეს მოსკოვში სტუდენტობისას ვლადიკავკაზელ შიოლაშვილს“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქზე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ილია მეორეს, თუ ილია მეორადს, ილორის და დრანდის ისტორიული ქართული ტაძრები რომ თეთრად გადალესეს რუსებმა და აფსუებმა, ამაზე არ აღშფოთებულა და არ მიუმართავს დახმარებისთვის არც მსოფლიო პატრიარქისთვის, არც თავად პუტინისა და კირილესადმი და კიევ-პეჩორიდან რუსეთის აგენტების გამოყრის გამო რატომ შფოთავს და აწუხებს კურიოზული წერილით მსოფლიო პატრიარქს?! ასეთი რა აჭამეს მოსკოვში სტუდენტობისას ვლადიკავკაზელ შიოლაშვილს??? არა, მე კი ვიცი რა დედიმისისაც აჭამეს, მაგრამ ბრმევლი დაფიქრდეს რიტორიკურად დავსვი შეკითხვა“, - წერს ილია ჭიღლაძე.