მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს - დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თეთრ სახლში მისი ყოფნის შემთხვევაში, ის არასოდეს დაუშვებდა უკრაინაზე თავდასხმას.
„მე მათ ასობით და ასეულობით Javelin-ის რაკეტა მივეცი“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ კიევში მხოლოდ ბალიშები გაგზავნა.
ტრამპის თქმით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე.
"როგორც კი მე წამოვედი - მათ [რუსებმა] მაშინვე დაიწყეს ჯარების შეკრება [უკრაინის] საზღვარზე", - თქვა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება, სანამ სრულად არ აიღებს უკრაინას.
ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთს- "როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ.
აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ, მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - ამბობს ტრამპი.