ილია სულამანიძემ თბილისი გრანდ სლემის ოქროს მედალი მოიპოვა
„თბილისი არენას" ტატამებზე დასრულდა ასპარეზობა თბილისის გრანდ სლემზე 100 კგ წონით კატეგორიაში.
100 კგ წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ მონღოლი ბატხუიაგ გონჩიგსურენი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
1. ილია სულამანიძე, საქართველო
2. ბახუიაგ გონჩიგსურენი, მონღოლეთი
3. შეიდი ელნაჰი, კანადა
3. რაფაელ ბუზაკირინი, ბრაზილია